9 votes
1 comments
0 shares
Save
6 views
The Chain Warden
Tbilisi · 1 year ago

ვაშლიჯვარი, თბილისი. 01.01.2019


The Chain Warden
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
The Chain Warden
Tbilisi, Georgia · 1 year ago
Axis Towers / “აქსის თაუერსი”
Headline
Tbilisi, Georgia · 4 months ago
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის მე-4 კვარტლის კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა. შემოწმების შედეგებზე ინფორმაციას momxmarebeli.ge ავრცელებს. შემოწმებულ საწარმოებს შორის არის: კვების ობიექტები, საბავშვო ბაღები, აგრარული ბაზრები. „ბიზნესპრესნიუსი“ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ, კაფე/ბარების, სკოლის-საბავშვო ბაღის სასადილოების, აგრარული ბაზრების ჩამონათვალს, სადაც შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა. ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. შპს „მასტერ ფუდი“ (საშაურმე) - სავენტილაციო სისტემა დაბინძურებულია, წარმოიქმნება კონდენსატი, რომელიც წვეთავს იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი. შპს „გურმანი IX“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - სამზარეულოს ჭერიდან ცვივა ნაწილაკები; გამწოვზე ფიქსირდება კონდენსატი; სამზარეულოს ინვენტარი არ ექვემდებარება სრულყოფილ რეცხვა/დეზინფექციას; სურსათის შესაფუთი მასალა არ ინახება სათანადო პირობებში. თბილისის №100 საბავშვო ბაგა-ბაღი (საჯარო ბაგა-ბაღის ბუფეტი) - სათავსოში, სადაც ხდება სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი, აღმოჩენილია მწერები. შპს „ლეგო 2011“ (აგრარული ბაზარი, წინამძღვრიშვილის ქ. 186) - ყველის სექციაში ( ფ.პ დალი წულაიას და ფ.პ მზია თითბერიძის) დახლებში დარღვეულია ყველის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი. შპს „სამგორი 2004“ (აგრარული ბაზარი, მოსკოვის გამზირი 6) - შენახვა/რეალიზაციის ეტაპზე არ არის დაცული ნორმატიული აქტებით ან ბიზნესოპერატორის მიერ დადგენილი სურსათის შენახვის სათანადო ტემპერატურა. შპს მ.ზ. (აგრარული ბაზარი, „დიდუბის“ მეტროს მ/ტ) - იმ სათავსოში (ხორცის დასაჭრელ კუნძთან), სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი, კედელი არ ექვემდებარება დასუფთავება/დეზინფექციას; არ სუფთავდება სამზარეულოს ინვენტარი. შპს „ანტრე 2008“ (კაფე-ბარი, რესტორანი, გაგარინის ქ. #25) - იმ სათავსოს დაკიდულ კონსტრუქციაზე (გამწოვი), სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების/გადამუშავების ღია პროცესი, ხდება კონდენსატის წარმოქმნა და სურსათის დაბინძურება; წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის, მათ შორის შენახვის ეტაპებზე, არ არის დაცული ნორმატიული აქტებით ან ბიზნესოპერატორის მიერ დადგენილი, სურსათის შენახვის სათანადო ტემპერატურა; გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალება არ იძლევა სურსათისთვის საჭირო ტემპერატურის რეჟიმის შენარჩუნების და აღრიცხვის შესაძლებლობას. შპს „ჯორჯიან გრუპი“ (კაფე-ბარი, რესტორანი, მარჯანიშვილი ქ. #5) იმ სათავსოს დაკიდულ კონსტრუქციებზე, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების/გადამუშავების ღია პროცესი, ხდება კონდენსატის წარმოქმნა და სურსათის დაბინძურება. შპს „ფასანაური 2015“ (კაფე-ბარი, რესტორანი, ვ. გორგასლის ქ #1) - დარღვეულია ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა. ცომსაზელი განთავსებულია გასახდელსა და საწყობის სივრცეში; კედლები ცომსაზელთან დაზიანებულია, ხდება ცვენა იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი; ცომსაზელის თავზე და სალათების მოსამზადებელი მაგიდის თავზე ჭერი დაზიანებულია, ხდება ნაწილაკების ცვენა იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი; შესაფუთი მასალა არ ინახება ისეთ მდგომარეობაში, რომ გამოირიცხოს რაიმე სახით დაბინძურება. შპს „სფაის გარდენ“ (კაფე-ბარი, რესტორანი, დავით აღმაშენებლის გამზ. N123) - იმ სათავსოს ჭერზე და დაკიდულ კონსტრუქციებზე, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების/გადამუშავების ღია პროცესი, ხდება კონდენსატის წარმოქმნა და სურსათის დაბინძურება; არ ხდება იმ საგნების, აღჭურვილობების, მოწყობილობებისა და ზედაპირების დასუფთავება და საჭიროების შემთხვევაში დეზინფექცია, რომელიც შეხებაშია სურსათთან. შპს „იფქლი პირველი“ (პურის საცხობი, თონე, ვაშლიჯვარი, გოძიაშვილის ქ. #22/24) - პურის საცხობ ღუმელებთან ჭერში ხდება კონდენსატის წარმოქმნა და წვეთა წარმოების ღია პროცესზე; ჭერის ნაწილი პურის საცხობ საამქროში დაზიანებულია და ცვივა ნაწილაკები. მერაბი დვალი (სასადილო, აბასთუმნის ქ. №1) - სამზარეულოში არის დიდი რაოდენობით მწერი; კედლის ნაწილი დაზიანებულია იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი. არ ექვემდებარება რეცხვა დეზინფექციას; ჭერის ნაწილი დაზიანებულია იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი. არ ექვემდებარება რეცხვა დეზინფექციას; გამწოვი სავენტილაციო სისტემა არის ჭუჭყიანი, ხდება კონდენსატის წარმოქმნა და წვეთა იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი; სურსათთან შეხებაში მყოფი ჭურჭლისა და აღჭურვილობის (თასები, დანები, ჩამჩები, ქვაბები) რეცხვა დეზინფექცია არ ხდება; ინვენტარის (თასები, ქვაბები) ნაწილი კოროზირებულია. შპს „კ და მ რესტორნები 1“ (კაფე-ბარი, რესტორანი, რუსთაველის ქუჩა N 2/4) სავენტილაციო სისტემაზე (რომლის ქვეშაც ხინკალი იხარშება) წარმოიქმნება კონდენსატი. შპს „გრანდი“ (სწრაფი კვების ობიექტი, აკაკი წერეთლის გამზირი 142 მოპირდაპირედ) - არასათანადო პირობები ი/მ "თორნიკე სისაური" (სკოლის ბუფეტი/სამზარეულო, აკ.წერეთლის გამზ N42) - ნედლეული ინახება არასათანადო პირობებში. შპს „ბოჰემა“ (კაფე-სახაჭაპურე, გრიშაშვილის ქ. N11) - სამზარეულოს სავენტილაციო სისტემა არ არის სუფთა მდგომარეობაში. წარმოიქმნება კონდენსატი. ავტორი: თაია არდოტელი #news
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 4 months ago
ვაშლიჯვარში გზის რეაბილიტაცია სრულდება
საბურთალოს რაიონში, თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, საფეხმავლო ბილიკი და 1 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „ვაშლიჯვრის მოსახლეობისთვის აღნიშნული მონაკვეთის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გზა დაზიანებული იყო. აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ შეუზღუდავად იმოძრავებს. ასევე, ახალი საფეხმავლო ბილიკიც მოეწყო, რათა მოსახლეობამ უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილება შეძლოს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ#ვაშლიჯვარი #ინფრასტრუქტურა #საბურთალო #გაიოზვასაძე #გაიოზვასაძე
AstroGeorgia
Tbilisi, Georgia · 1 week ago
6 ივლისის ამინდის პროგნოზი !
ამბროლაური 36° ანაკლია 30 ° ახალციხე 31 ° ბათუმი 31° ბაკურიანი 26 ° ბახმარო 24 ° ბორჯომი 32° გორი 36 ° გუდაური 22 ° ზუგდიდი 35° თბილისი 34 ° თელავი 35 ° თიანეთი 28° ლაგოდეხი 37 ° მესტია 28 ° ოზურგეთი 37° რუსთავი 36 ° სიღნაღი 35 ° სოხუმი 33° სტეფანწმინდა 24 ° ფოთი 31 ° ქობულეთი 31° ქუთაისი 37 ° ცაგერი 35 ° ცხინვალი 35° წყალტუბო 37 ° ჭიათურა 35 °
AstroGeorgia
Tbilisi, Georgia · 2 days ago
12 ივლისის ამინდის პროგნოზი
ამბროლაური +30° ანაკლია +30 ° ახალციხე +25 ° ბათუმი +27° ბაკურიანი +20 ° ბახმარო +22 ° ბორჯომი +25° გორი +28 ° გუდაური +16 ° ზუგდიდი +31° თბილისი +24 ° თელავი +26 ° თიანეთი +22° ლაგოდეხი +28 ° მესტია +24 ° ოზურგეთი +29° რუსთავი +27 ° სიღნაღი +25 ° სოხუმი +29° სტეფანწმინდა +17 ° ფოთი +31 ° ქობულეთი +27° ქუთაისი +32 ° ცაგერი +29 ° ცხინვალი +25° წყალტუბო +31 ° ჭიათურა +30 °#ამინდისპროგნოზი #ამინდი
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 week ago
სად შეძლებთ გამგზავრებას 2 ივლისიდან
Georgian Airways ივლისის თვის ფრენების განრიგს აქვეყნებს. ივლისის თვის ფრენების განრიგი: 02 ივლისი თბილისი - თელ ავივი - თბილისი 03 ივლისი თბილისი - ბერლინი - ბათუმი 04, 11, 18, 25 ივლისი თბილისი - ამსტერდამი - თბილისი 06, 20, 27 ივლისი თბილისი - ამსტერდამი - თბილისი 07 ივლისი თბილისი - პარიზი - თბილისი 05, 12 ივლისი თბილისი - ვენა - თბილისი. საქართველოში რეგულარული საერთაშორისო ფრენები 1 აგვისტომდე არ აღდგება. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა. „რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. საქართველოში ავიამიმოსვლა, გამონაკლისების გარდა, 20 მარტიდან კორონავირუსის საფრთხის გამო შეჩერდა. მოგზაურობა ფრენები tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
Georgian Airways-ის ზაფხულის ფრენების განრიგი – წინასწარი
ავიაკომპანია Georgian Airways-მა, რომელიც რეგულარული ფრენების აღდგენას 2 ივლისიდან გეგმავს, საზაფხული ფრენების განხიგში ცვლილება შეიტანა, წერს Routes Online. პორტალის ცნობით, 15 ივნისისთვის არსებული მდგომარეობით, გეგმა ასეთია: ბათუმი-თელ-ავივი, 2 ივლისიდან, კვირაში ორი სიხშირე. თბილისი-ამსტერდამი, 6 ივლისიდან, კვირაში ორი სიხშირე (22 ივლისიდან – სამი სიხშირე). თბილისი-ბარსელონა, 5 ივლისიდან, კვირაში ერთი სიხშირე. თბილისი-ბერლინი, 3 ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირე. თბილისი-ბრიუსელი, 2 ივლისიდან, კვირაში ორი სიხშირე (14 ივლისიდან 30 აგვისტომდე – სამი სიხშირე). თბილისი-მოსკოვი (ვნუკოვო) 14 ივლისიდან, დღეში ორი სიხშირე. თბილისი-პარიზი, 3 ივლისიდან, კვირაში ორი სიხშირე. თბილისი-თელ-ავივი, 2 ივლისიდან, კვირაში 13 სიხშირე. თბილისი-ვენა, 2 ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირე. დღევანდელი მონაცემებით, ავიაკომპანიამ ზაფხულის განრიგიდან თბილისი-კიევისა და თბილისი-ლონდონის ფრენები ამოიღო. “ამასთან, განრიგში შესაძლოა, ცვლილება შევიდეს – სხვადასხვა სამოგზაურო შეზღუდვის გათვალისწინებით”, – წერს Routes Online.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
გაეცანით ფრენების განრიგს
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ამსტერდამის, ვენის და თელ-ავივის მიმართულებით მორიგ ჩარტერულ რეისებს შესრულებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ამსტერდამის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას შემდეგი განრიგით გეგმავს: 4 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15); 6 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15); 11 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15); 18 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15); 20 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15); 25 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15); 27 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15); ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება შემდეგი განრიგით იგეგმება: 5 ივლისი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 1); 12 ივლისი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 1); თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისი შემდეგი განრიგით შესრულდება: 2 ივლისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი (გაფრენა 07:10, მოფრენა 13:15) ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ჯანდაცვის უწყებებთან შეთანხმებული პროტოკოლების სრული დაცვით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2020 წლის 25 ივნისს მიენიჭა. დამატებითი ჩარტერული რეისების და მიმართულებების დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია ცნობილი გახდება მგზავრებისთვის. საქართველო საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის 1-ლი აგვისტოდან გაიხსნება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მორიგი NOTAM-ები გამოსცა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია 31 ივლისის ჩათვლით.
AstroGeorgia
Tbilisi, Georgia · 1 week ago
3 ივლისის ამინდის პროგნოზი !
ამბროლაური 32° ანაკლია 31 ° ახალციხე 32 ° ბათუმი 30° ბაკურიანი 25 ° ბახმარო 24 ° ბორჯომი 31° გორი 34 ° გუდაური 19 ° ზუგდიდი 32° თბილისი 30 ° თელავი 32 ° თიანეთი 29° ლაგოდეხი 33 ° მესტია 28 ° ოზურგეთი 35° რუსთავი 34 ° სიღნაღი 31 ° სოხუმი 31° სტეფანწმინდა 20 ° ფოთი 32 ° ქობულეთი 31° ქუთაისი 35 ° ცაგერი 32 ° ცხინვალი 33° წყალტუბო 35 ° ჭიათურა 32 °
AstroGeorgia
Tbilisi, Georgia · 6 days ago
8 ივლისის ამინდის პროგნოზი!
ამბროლაური 37° ანაკლია 37 ° ახალციხე 33 ° ბათუმი 34° ბაკურიანი 28 ° ბახმარო 28 ° ბორჯომი 34° გორი 38 ° გუდაური 22 ° ზუგდიდი 39° თბილისი 36 ° თელავი 36 ° თიანეთი 30° ლაგოდეხი 39 ° მესტია 31 ° ოზურგეთი 39° რუსთავი 38 ° სიღნაღი 36 ° სოხუმი 37° სტეფანწმინდა 25 ° ფოთი 37 ° ქობულეთი 34° ქუთაისი 40 ° ცაგერი 36 ° ცხინვალი 38° წყალტუბო 40 ° ჭიათურა 37 °