აშშ-ს თავდაცვის მდივანი შესაძლოა გადადგეს
Tbilisi Daily
აშშ-ს თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი გადადგომას გეგმავს. ამის შესახებ NBC News იუწყება. Წინასწარი ინფორმაციით, პენტაგონის ხელმძღვანელმა გადადგომის შესახებ განცხადება უკვე მოამზადა. ამერიკული მედია ტრამპისა და ესპერის დაპირისპირებაზე დიდი ხანია, საუბრობს. ჯერ კიდევ ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლის ლიდერს თავდაცვის მდივნის დათხოვნა სურდა, რადგანაც ის საპროტესტო აქციების დასაშლელად სამხედრო ძალის გამოყენების წინააღმდეგი იყო.