რუსეთი: აშშ-სთან ბირთვული შეთანხმება შესაძლოა დასრულდეს 2026 წლის შემდეგ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 30 იანვარს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამბობს, რომ "სრულიად შესაძლებელია" 2026 წლის შემდეგ დასრულდეს აშშ-სთან გაფორმებული ახალი START-ის შეთანხმება.  "ეს სრულიად შესაძლებელი სცენარია" - უთხრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა სააგენტო "რიას".  2022 წლის ნოემბერში ბოლო მომენტში გადაიდო აშშ-რუსეთის მოლაპარაკება, რომელიც უნდა გამართულიყო შეთანხმების პირობებით ბირთვული შემოწმებების განახლების თაობაზე. მოლაპარაკების ახალ თარიღზე მხარეები არ შეთანხმებულან. https://www.radiotavisupleba.ge/a/32245968.html

Source: radiotavisupleba.ge