7 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა
Tbilisi Daily
ხანძარმა საცხოვრებლის გარეშე დატოვა ჯაყელების ოჯახი შუახევში. სოფელ გომარდულში საცხოვრებელი სახლი დამხმარე ნაგებობასთან ერთად განადგურდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ოჯახმა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ შეძლო.
რამ გამოიწვია ხანძარი? - ამ ეტაპზე უცნობია. შუახევის მერიაში ამბობენ, რომ ოჯახს დროებით ქირით გაიყვანენ, კომისიის შესწავლისა და სპეციალური დოკუმენტაციის მომზადების შემდგეგ დაზარალებულებს მთავრობის ბიუჯეტიდან დაეხმარებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
#ახალიამბები