პატრიარქი: ვთხოვ წმინდა ნიკოლოზს შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო

0
„მე მინდა ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, რომ გაიღოს მოწყალება და შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო“ - ასე დაასრყლა ქადაგება დღეს, სრულიად საქარტველოს კათოლიკოს პატრიარქმა. ილია მეორემ წმიდნა ნიკოლოზის ხსენების დღეს საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში თავად აღავლინა. „ქრისტე აღსდგა! წმინდა ნიკოლოზი იყო მოწყალე, მშობელია , მოწყალე მამაა , ყველას ადამიანს თავის ცხოვრებაში წმინდა ნიკოლოზის მოწყალება გამოუცდია. არ ყოფილა შემთხვება რომ არ აგისრულოს თხოვმა წმიმდაა ნიკოლოზმა. მოწყალეა მარტო ქრისტიანების კი არა მუსლიმებსაც ეხმარება. მე მახსენდება მონაყოლი უწმინდესისა და უნატარესის ეფრემისა. წმინდა ნიკოლოზი სწყალობდა განსაკუთრებით, უწმინდესსა და უნეტარესს. ერთხელ ბათუმში არის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი ხატია წმინდა ნიკოლოზის . მივიდაა, მიტროპიოლიტი ეფრემი და ეუბნება ხატსა შენ ხარ მთავარეპისკოპისი და მე ვარ მიტროპოლიტი, გეხვეწებიო სთხოვეს პატრიარქს, რომ მოიწყალება გაიღოს ჩემ მიმართ, სულ შეიცვალა მის მიმართ დამოკიდებულება და შემდეგ პატრიარქად აირჩიეს ეფრემ მეორე . საოცარი მოწყალეა, არ არის შემთხვევა, რომ ადამიანმა სთხოვოს და მან არ მიიღოს თხოვნა. მე მინდა გავისხსენო ჩემი შემთხვევა - აკდემიაში ვსწავლიბდი, ჩემთან სწავლობდა არქიდიაკონი ხარიტონი. დასავლეთიდან იყო, ბათუმში ჩამოვიდა ოთხშაბათ დღეს და მითხრა, რომ მიჭირსო და დამეხმარეო. მე ვუთხარი, რომ ყოველ ოთხშაბათს აღვასრულებთ პარაკლისს წმინდა ნიკოლოზისა და სთხოვე წმინდა ნიკოლოზს და დაგეხმარება-მეთქი. იმ დღეებში ვხედავ სიზმარს წმინდა ნიკოლოზი შემოსილია, ტახტზე ბრძანდება დაწოლილი და ხელია აქვს გამოწვდილი და მეფერება თავზე და მე მიხარია, მე ვეუბნები, ხარიტონი მეთქი? და მპასუხობს წმინდა ნიკოლოზი ხარიტონი ამოვიყვანე ორმოდან და მეტი რაღა გინდაო, და უწმინდესსმა ეფრემ მეორემ გაიღო მოწყალება და მიიღო ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მღვდელ-მონაზონი იყო და თანდათან დაიმსახურა და გახდა არქიმანდრიტი, მთელი წლები წმინდა ნიკოლოზი სწყალობდა. დიდება უფალს და მადლობა უფალს, მე ვუთხარი მას, რომ წმინდა ნიკოლოზმა ამოიყვანა ორმოდან, იმის შემდეგ სულ ევედრებოდა, გარდაიცვალა დაასაფლავეს ეკლესიის ეზოში. როცა გაგიჭირდებათ სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს, წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვით, ახლაც ამ რთულ დროს, მე მინდა ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, რომ გაიღოს მოწყალება და შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო'', - თქვა ქადაგებისას უწმინდესმა. #ილიამეორე #კათოლიკოსპატრიარქი #ქადაგება #TbilisyDaily #DailyNews
0