მარნეულის მერიამ სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოაცხადა.

0
21 მაისს , მარნეულის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა, რაც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის 3 სოფლის სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაფჩიში მოეწყობა სასმელი წყლის დარჩენილი შიდა ქსელი, რეზერვუარი და საქლორატორო. სოფელ ბურმაში სასმელი წყლის ჭაბურღილი, ხოლო სოფელ სიონში სასმელი წყლის შიდა ქსელი. აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიამ აღნიშნული სამუშაოების შესრულებისათვის 971 740 ლარი გამოიყო. მერიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 29 მაისიდან პირველ ივნისამდე პერიოდში შეეძლება. წყარო: რადიო მარნეული
#ტენდერი
#მარნეული
#მერია
#MarneuliDaily
0