სწრაფად არის დასაწყები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა, გონივრული შეზღუდვებით - ბოკერია

0
http://pirveliradio.ge/?newsid=144027 სწრაფად არის დასაწყები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა, გონივრული შეზღუდვებით. ამის გარეშე ვერ მოხდება ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა. მან ასევ აღნიშნა, რომ თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ აღდგება, მოქალაქეები ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ. "გუშინ ივანიშვილის გუნდის ფენომენალური პოლიტიკური სიბრიყვის ტოლფასი ახსნების მოსმენის შემდეგ, მანქანებზე, ამ პარლამენტის და ამ გუნდისთვისაც კი გამორჩეულად საოცარი სისულელეები იყო იქ ნათქვამი, თუ რატომ უნდა იყოს შეზღუდვა. დღეს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ და ბატონმა ვოლსკიმ აღიარეს, რომ პოლიტიკური ფრონტი გაგვიხსნეს და "ევროპული საქართველო" დაწინაურდაო და ამ წნეხის ქვეშ ეს აბსურდული შეზღუდვა მოხსნეს, მაგრამ დატოვეს, ტაქსებზე კიდევ რაღაც შეზღუდვები. ჯარიმების გარდა, მეორე საკითხი არის ეკონომიკის გახსნა. მოქალაქეების ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება, ვერ მოხდება, სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს. ეს ნიშნავს იმას, რომ გაჭირვებულ ადამიანებს და საშუალო კლასს, არ შეეძლება საკუთარ ოჯახებზე ზრუნვა, ნორმალურად მუშაობა, რომ შიმშილის ზღვარზე არ დადგნენ. ამიტომ სწრაფად არის დასაწყები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა, გონივრული შეზღუდვებით. ამის გარეშე ვერ მოხდება ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება. მოუწოდებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გონივრული შეზღუდვებით გახსნისკენ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
0