სან სირო შეიძლება დაანგრიონ

0
იტალიის კულტურული მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი ორგანოს განცხადებით სან სიროს დანგრევა ნებადართულია. ლომბარდიის კულტურული მემკვიდრეობის რეგიონალური კომისიის თანახმად, სტადიონის მიმართ არანაირი კულტურულ ინტერესი არ გააჩნიათ. საქმე განიხილეს მას შემდეგ, რაც საკითხი მილანის მერმა, ბეპე სალიმ წამოაყენა. La Repubblica-ს ცნობით, კომისიას უნდა განეხილა, ქონდა თუ არა სტადიონს რაიმე არქიტექტურული ღირებულება, იქამდე სანამ მის რეკონსტრუქციაზე ინტერსა და მილანს დართავდნენ ნებას. ქალაქის მერი სტადიონის რესტრუქტურიზაციას უჭერს ვიდრე მის სრულად დანგრევას. თუმცა კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ 1937-39 წლებში გაფართოებისა და 20 საუკუნის მეორე ნახევარში ჩატარაებული სამუშაოების შედეგად, არ არსებობს საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ ნაგებობის, როგორც მემკვიდრეობის შენარჩუნება და დაცვა მოხდეს, რადგან ის ზედმეტად თანამედრვეა. სტადიონს, რომ მეორე მსოფლიო ომამდელი არქიტექტურა შენარჩუნებული ქონოდა, შეიძლიბა საბოლოო შედეგი სხვაგვარი ყოფილიყო.
#headlinesport
#sport
#sansiro
#milan
#inter
#heritage
#architecture
#worldwar2
0