თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ტელევიზიის მფლობელობა ალიბი ვერ იქნება პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის​ - გახარია

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ისრომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს ან ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოსპასუხისმგებლობის თავიდანარიდების ალიბი - აცხადებს პრემიერ მინისტრი. გიორგი გახარიამ ასეჟურნალისტების კითხვას უპასუხა, რომელიც გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხებოდა. „ჩემეული შეფასება არის შემდეგი. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის გამჭვირვალე. თან ისეთი, რომ ბოლო წლების განმავლობაში აშკარად პროგრესს განიცდის. საქართველოს სასამართლომ და მართლმსაჯულების სისტემამ გამოიტანა განაჩენი ადამიანთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე. რა თქმა უნდა, მე აქ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ეს პასუხისმგებლობა უნდა მოიხადოს, უნდა იჯდეს, ან შემდგომ უნდა გამოვიდეს, სხვაიურიდიული ფორმები არსებობს'' - განაცხადა პრემიერმა. ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, ხომ არ შეიწყალებს რურუას პრეზიდენტი. გიორგი გახარია ასე პასუხობს: ''შეწყალება სრულად პრეზიდენტის დისკრეციაა, წარმოდგენა არ მაქვს მას პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემთვის, მართლმსაჯულების სისტემა ყველასთვის სამართლიანი უნდა იყოს და სასჯელის აღსრულება და გარდაუვალობა, მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილია“,- აცხადებს პრემიერი.