0
ქალაქ წალენჯიხის გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე , 18 მაისს ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, 12 საათიდან გაიმართება საზეიმო ღონისძიებები. ჩატარდება კოსტიუმირებული მსვლელობა , მოეწყობა ეროვნული სამოსის, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების , ფერწერული ტილოების , ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა.ასევე მოეწყობა ყვავილების გამოფენა–გაყიდვა. ღონისძიების ორგანიზატორია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურის ცენტრი. გთხოვთ, მობრძანდეთ!
0