შიდა ქართლს ორი სპეციალიზებული კოვიდკლინიკა შეემატება
Gori Daily
კვირის ბოლომდე შიდა ქართლს ორი სპეციალიზებული კოვიდკლინიკა შეემატება. სამედიცინო ქსელ „გორმედის" ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოსა და გორის საუნივერსიტეტო კლინიკის იზოლირებულ კორპუსში კოვიდპაციენტებისთვის სტაციონარები განთავსდება. მთლიანობაში, ორივე კლინიკა 135-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტის მართვას შეძლებს.
"გორმედის" ქსელის დამფუძვნებლის, გია სვანაძის ინფორმაციით,კოვიდკლინიკების
ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის მოწყობაზე კონტროლს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციზებული ოპერატიული ჯგუფები ახორციელებენ.
"ორივე კლინიკა სრულად არის აღჭურვილი იმისთვის, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მართვა სრულფასოვნად მოხდეს. რაც შეეხება სხვა დაავადებების მქონე პაციენტებს, არსებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებისა და სამედიცინო პერსონალის რესურსის საშუალებით, ,,გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკა ჩვეულ რეჟიმში უზრუნველყოფს მათ მართვას როგორც ამბულატორიულად, ასევე სტაციონარულად", - განაცხადა გია სვანიძემ.