ჟურნალისტი ნინო ჭელიძე სუს-ში დაიბარეს

Tbilisi Daily

ჟურნალისტი და ბლოგერი ნინო ჭელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, სუს-ში მას „ფეისბუქ“ პოსტის გამო იბარებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, უწყებაში ჟურნალისტი ნინო ჭელიძე „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებითაა დაბარებული და ის მოწმის სტატუსით გამოიკითხება. ჟურნალისტი სუს-ში 11:00 საათზეა დაბარებული.