წარმომადგენელთა პალატა ამ კვირაში შეეცდება ტრამპის გადაყენებას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აშშ-ის კონგრესში დემოკრატები მიმდინარე კვირაში შეეცდებიან დონალდ ტრამპის გადაყენებას პრეზიდენტის პოსტიდან, ან ვიცე-პრეზიდენტზე და კაბინეტზე ზეწოლით, რომ მათ საამისოდ თავიანთი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენონ, ან იმპიჩმენტის გზით.  წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ამ განცხადებით გამოვიდა 10 იანვარს, კანონმდებლებისადმი გაგზავნილ წერილში, იმ ფონზე, როცა პრეზიდენტობის ბოლო დღეებში იზრდება ტრამპის იზოლაცია იმ როლის გამო, რომელიც მან შეასრულა კაპიტოლიუმის შენობაში მისი მომხრეების შეჭრაში.    დემოკრატების მიერ კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატა 11 იანვარს გაასაჯაროებს რეზოლუციას, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს მოუწოდებს "მოიწვიოს და მობილიზაციაში მოიყვანოს კაბინეტი, 25-ე შესწორების ასამოქმედებლად, რათა პრეზიდენტი გამოცხადდეს უუნაროდ თავისი უფლებამოსილების შესრულებაში" - განაცხადა პელოსიმ. მისი თქმით, თუ პენსისგან 24 საათის განმავლობაში პასუხი არ იქნება, დემოკრატები იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებენ.  "ჩვენი კონსტიტუციის და ჩვენი დემოკრატიის დასახავად, ჩვენ ვიმოქმედებთ სასწრაფო წესით, რადგან პრეზიდენტი ორივე მათგანს საფრთხეს უქმნის" - თქვა პელოსიმ.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31041775.html #ახალი_ამბები #twitter