პიტბულ ტერიერი - რატომ თვლიან სახიფათოდ?

0
სიცოცხლის ხანგრძლივობა - 8-15 წ (საშუალოდ) წონა - ძუ 14-27(მოზრდილი); ხვადი 16-30(მოზრდილი) სიმაღლე - ძუ 43-50 სმ; ხვადი 45-53 სმ. ხასიათი - მხიარული, ჯიუტი, კარგად გაწვრთნის შემთხვევაში ძალიან დამჯერი, მოსიყვარულე, ეს ჯიში ძლიერი ნებისყოფოთ ხასიათდება. ? იმის მიუხედავად რომ დღეს მსოფლიოში და განსაკუთრებით ამერიკაში, პიტბული ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და აგრესიულ ჯიშად მიიჩნევა, თავდაპირველად ის ოჯახის კომპანიონ ძაღლად ითვლებოდა. ამ ჯიშის ძაღლები ძირითადად ფერმებში იყვნენ, მაგრამ მათი ხასიათიდან გამომდინარე მალევე ოჯახში ბავშვებისათვის "ძიძა ძაღლის" როლიც შეითავსა, მათი გამორჩეული ინტელექტისა და ერთგულების გამო. ამასთანავე, ისინი ბავშვებთან საოცარად მოსიყვარულეები არიან. იმის გათვალისწინებით რომ ამ ჯიშს განსაკუთრებულად ჭარბი ენერგია აქვთ და სხვა ძაღლებთან არც ისე კარგი ურთიერთობა, საჭიროა პატრონმა ყოველდღიურად იმუშაოს მასზე, რათა ენერგია დახარჯოს, ამასთანავე ჯიუტი და შეუპოვარი ხასიათი მოითხოვს სისტემატიურ წვრთნასაც ლეკვობიდან, რათა ზრდასრულობის პერიოდში ძაღლის მოთოკვა და აგრესიულობის ფონის გაკონტროლება შეძლოს პატრონმა. აშშ-ში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც პიტბულის ჯიშის ძაღლმა საკუთარი პატრონი დაგლიჯა. სამწუხაროდ, ადამიანები მხოლოდ ამ ტრაგიკულ ამბავს განიხილავენ, მაგრამ მიზეზის მოძიებას არ ჩქარობენ ხოლმე. კვლევები ირწმუნება, რომ პიტბული, რომელიც ადამიანებს ესხმის თავს ცუდი მოპყრობის მსხვერპლია, შეიძლება მებრძოლ ძაღლად ზრდიდნენ, არ ჰქონდეს სათანადო წვრთნა მიღებული. ვფიქრობ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ძაღლის ჯიშია, რომლის ყოლასაც თუ გადაწყვეტთ, ჯერ თქვენს შესაძლებლობებს უნდა გადახედოთ, რადგან ამ ინტელექტუალურ ძაღლს სითბო და წვრთნა ესაჭიროება, რათა არ გახდეს თქვენთვის, ადამიანებისა და სხვა ცხოველებისთვის საშიში. ? სამწუხაროდ, დღეს აშშ-ში პიტბულების მოშენების შეწყვეტის მრავალი მომხრეა. ეს ყველაფერი იმით აიხსნება რომ ამ ჯიშის განსაკუთრებული ენერგიის, კუნთოვანი მოცულობის, აგრესიის ინდიკატორისა და შეუპოვარი ხასიათის გამო, უმეტესწილად მათ მებრძოლ ძაღლადაც იყენებენ (ძაღლების ბრძოლა კანონით ისჯება საქართველოშიც). ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რაც აგრესიულსა და უმართავს ხდის პიტბულს, ამასთანავე სწორი მოშენების წესი და გენეტიკაც დიდ როლს თამაშობს. თუ პიტბულის ჯიშის ძაღლი ენერგიის მოჭარბებას განიცდის და არ აქვს რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, ის.ხდება დესტრუქციული, რაც შეიძლება ფატალურად დასრულდეს. ? ზოგი ქვეყანა პიტბულის ჯიშის შემოყვანას, გამრავლებას და პატრონობას ძალიან ზღუდავს, ან საერთოდ არ უშვებს. ასეთი ქვეყნებია: ეკვადორი, ვენესუელა, საფრანგეთი, ნორვეგია, შვეიცარია, შვედეთი, ესპანეთი და ა.შ. ამერიკის ზოგიერთ შტატში ამ ჯიშის ყოლა აკრძალულია.
#animals
#pitbull
#tbilisi
#ცხოველები
#თბილისი
#პიტბული
0