3155 კოვიდინფიცირებულიდან 35-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
Tbilisi Daily
ამჟამად ქვეყანაში გვყავს 3155 აქტიური პაციენტი, აქედან 35 არის კრიტიკულად მძიმე. მათ შორის 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 6640 ინფიცირებული აქედან 52% უკვე გამოჯანმრთელდა. დღეს დაემატა 448 ახალი შემთხვევა და ამჟამად გვყავს 3155 აქტიური პაციენტი, აქედან 35 არის კრიტიკულად მძიმე. მათ შორის 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აქედან 9 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი. რეგიონებს შორის კვლავ აჭარა ლიდერობს 241 შემთხვევით, მოიმატა იმერეთშიც - 98 შემთხვევა, თბილისში - 62, სამეგრელო-ზემო სვანეთში 15, სამცხე-ჯავახეთში 9, გურიასა და შიდა ქართლში 7-7, კახეთში - 2. კიდევ 6 ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ჩვენს ცენტრში 22 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 1 არის მძიმე. ასეთი აქტიური ტესტირების შედეგად თანდათან შემთხვევების რიცხვი შემცირდება, იმიტომ რომ ვლინდება ახალი შემთხვევები. ალბათ კიდევ რამდენიმე დღე გვექნება პიკი, შემდეგ კი მაჩვენებელი შემცირდება. აუცილებლად უნდა შევასრულოთ ყველა რეგულაცია. წინ ზამთარია, უფრო მეტად მოგვიწევს დახურულ სივრცეებში ყოფნა, არ იქნება ოთახების განიავება და განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს“, - აცხადებს ენდელაძე.