დაკავებულის ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, მაყუჩი, ნაჭრის ნიღაბი და წებოვანი ლენტი - შსს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ფოთში ერთი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: კალაშნიკოვის სისტემის „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 45 საბრძოლო ვაზნა, მაყუჩი, რეზინის ერთჯერადი ხელთათმანი, ნაჭრის ნიღაბი და 2 წებოვანი ლენტი. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს.