ზუგდიდში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა განახლდა.

Zugdidi Daily

დღეიდან საქართველოში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება აღდგება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ავტობუსები ჩვეული გრაფიკით იმოძრავებენ, თუმცა მსოფლიოში არსებული ვითარების გამო, გარკვეული წესების დაცვა იქნება საჭირო, კერძოდ : სავალდებულოა პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აკრძალულია მგზავრის ფეხზე დგომა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში აკრძალულია კონდინციონერის გამოყენება, რადგან კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთ საფრთხეს წარმოადგენს, ამასთან ღია უნდა იყოს ტრანსპორტის ფანჯრები. #ზუგდიდი #საზოგადოებრივიტრანსპორტი #ფუქნციონირებისაღდგენა #კორონავირუსი #ვირუსისგავრცელებისპრევენცია #zugdididaily