კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ვაქცინაციისთვის შექმნილ პორტალზე,18+ ასაკის ადამიანებისთვისკორონავირუსისსაწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო. 'წინასწარი რეგისტრაციის მიზანია სწრაფად და დაუყოვნებლივ მივიღოთ ინფორმაცია COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას', - წერია რეგისტრაციის პორტალზე. ამ დროისთვის (19:40 საათი) ვებგვერდზე 14 128 ადამიანია რეგისტრირებული. უახლესი მონაცემებით,რეგისტრირებულთა უმეტესობა უპირატესობას 'ფაიზერის' ვაქცინას ანიჭებს. მეორე ადგილზეა - Moderna, მესამეზე კი AstraZeneca. პირადი მონაცემების შევსების დროს, მსურველებს ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევათ. რეგისტრაციისას მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ სამი ვაქცინა აირჩიოს. რეგისტრაციის გავლა პორტალზეwww.moh.gov.ge-ზეა შესაძლებელი.