ხაშურში ბენზინმზიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

Gori Daily

ხაშურში ბენზინმზიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამასთან დაკავშირებით განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ადგილზე ასევე მობილიზებული იყო, საპატრულო პოლიცია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ხანძარი #ხაშური #goridaily წყარო - fortuna #ახალიამბები