პენსია ყოველი თვის პირველიდან 14 რიცხვამდე შესაბამისი განრიგით გაიცემა
Tbilisi Daily
პენსიის გაცემა ყოველი თვის პირველი რიხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგით იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მოხუცები არიან მაღალი რისკის ჯგუფში, ამიტომ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე შესაბამისი განრიგის მიხედვით, პენსიორ ეცოდენბა თავისი განრიგი. ამას უზრუნველყოფს ბანკი, არანაირი ტექნიკური შეფერხება და პრობლემა არ იქნება. შესაბამისად, მთავარი შედეგია, მობილობა, რიგები დაეცეს და პენსიონერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არა ერთ დღეს,მთელი საქართველოს მასშტაბით ყველამ მიიღოს პენსია, პირველიდან 14 რიცხვამდე, განრიგით, წყნარად, განაცხადა გიორგი გახარიამ.