ზუგდიდში კორონავირუსი სამ ბავშვს დაუდასტურდა

0
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერი ფართოვდება - კორონავირუსი კიდევ სამ არასრულწლოვანს დაუდასტურდა, ერთი ოჯახის წევრია, ხოლო ორი ნათესავი. covid 19 ასევე დაუდასტურდა ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ. ოთხივე მათგანი ზუგდიდში, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ და ბიოლოგიური მასალის კვლევა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ჩატარდა. ზუგდიდში გამოკვლეულ 139 ადამიანს დღეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ზემოთ აღნიშნული ოთხი პირის ტესტი კი, ხელმეორედ ჩატარდა. #news#კორონავირუსი# ზუგდიდი#ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერი# სამი არასრულწლოვანი# Tbilisi Daily#Dailynews#
0