მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე

0
„საქართველოში არის 728 დადასტურებული შემთხვევა და დამთავრდა, ამას კომენტარები არ სჭირდება“ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან დაკავშირებით ჩვენთან არსებული ყველა მონაცემი არის სწორი, დამალული არც ერთი შემთხვევა არ არის, – ასე გამოეხმაურა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომლემაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემების სიზუსტეში ეჭვი შეიტანა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსი დადასტურებული აქვს 728 პაციენტს. „აქ ჩემს აზრებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჭეშმარიტება ერთია, ქვეყნაში არის 728 დადასტურებული შემთხვევა. ფაქტების დამალვას აზრი არ აქვს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა აზრი აქვს. არის 728 დადასტურებული შემთხვევა და დამთავრდა. ამას კომენტარები არ სჭირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია. სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს. #news#კორონავირუსი#მარინა ეზუგბაია#სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი#Tbilisi Daily#newsdaily#
0