ახლანდელი მდგომარეობა და მომავლის პერსპექტივები აფხაზეთში

0
იმისათვის, რომ გავიაზროთ ამჟამინდელი მდგომარეობა და მომავლის პერსპექტივები აუცილებელია წარსულში ჩავიხედოთ თანაც ომამდე გაცილებით უფრო ადრე. გასათვალისწინებელი გარემოებაა, რომ დღეს აფხაზეთში აფხაზები აღარ ცხოვრობენ, ტერიტორია მოცული აქვთ აფსუებს, აბაზებს, სომხებს და სამწუხაროდ გააფხაზებულ მეგრელებს. ვინ არიან აფსუები? ისინი არიან ჩრდილოეთიდან ჩამოსახლებული ტომები, რომლებიც ჩვენს მიწაზე დასახლდნენ. ისინი არიან ზარმაცი ადამიანები, ვისაც საკუთარის შექმნას სხვისის მითვისება ურჩევნიათ. სწორედ ამიტომ, მათ ჯერ ჩვენი იდენტობა, შემდეგ კი მიწა-წყალი წაიღეს და დღეს "აფხაზებად" მოაქვთ თავი. საგულისხმოა რუსეთის გავლენაც, რადგან თავდაპირველად, როდესაც საქართველო სსრკ-ს გამოეყო და ნანატრი თავისუფლება მიიღო, ამჯერად გეზი ევროპისაკენ აიღო. რუსმა ისედაც განადგურებული საქართველო კიდევ უფრო დააქუცმაცა. თბილისში როდესაც სახელმწიფო გადატრიალებას ხალხი შეეწირა, ამ დროს, აფხაზეთში ტყვიისა და იარაღის გარეშე, ცარიელი ენთუზიაზმით ვიბრძოდით და მიწას არ ვთმობდით, თუმცა ბოლოს როდესაც ყველაფერი ჩამოგვართვეს და "პერემირიათი" მოგვატყუეს, როდესაც ტყუილად დაღვარეს ჩვენი ძმების სისხლი, პოზიციების დათმობა მოგვიწია და ვინც ომს გადაურჩა გზაში დაიღუპა. ამის შემდეგ, სწორედ ეს, აფსუა და რუსი სეპარატისტები ამაგრებენ საზღვარს. შეუძლებელია მომავალზე საუბარი მანამ, სანამ პუტინის კერძო ჯარი ჩვენი სისხლით გაწითლებულ მიწაზე დადის, კლავს ადამიანებს, ჩვენ კი ამაზე ხმის ამოღების უფლებაც არ გვაქვს. ევროპა და ამერიკა ამ ყველაფერზე აცხადებს, რომ შეშფოთებულები არიან. იცით რამდენი წელია საქართველო შეშფოთებული ? ძალიან ბევრი, თუმცა ქმედითი ნაბიჯებია საჭირო. მხოლოდ შეშფოთება არ კმარა, საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო სამართალი რატომ ვერ გვიცავს უკანონო ბორდერიზაციისაგან ? მხოლოდ შეშფოთება გვიშველის ? ამ დროს კი რა თამამად ერევიან ქვეყნის მართვის იმ ნაწილში, სადაც ჩარევის უფლება არ აქვთ, მიგვითითებენ რა ვაკეთოთ, ჩვენც ყველას წინაშე თავს ვხრით. ვინ არის რუსი ? ვითომ "ერთმორწმუნე" ერი, სად არის მათი რწმენა? რატომ გვმართავს მრავალსაუკუნოვან მიწებს, თანაც ასე უმოწყალოდ? როგორც მუხრან მაჭავარიანი ამბობს, როცა კოლუმბი ზღვაში ამერიკას ეძებდა, მაშინ ვახტანგ გორგასალი საქართველოს კონსტიტუციის წერას რჩებოდა, ხოლო როდესაც რუსი წერა-კითხვას სწავლობდა, მაშინ შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანს წერდა. ზემოთ თქმულისა და რუსების ჯარის გაყვანის გარდა, აქ პრობლემაა ის პროპაგანდა, რომელიც რეგიონში ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო. აფხაზეთის ერთადერთი ტელევიზია დღემდე აშუქებს ომის კადრებს, ახალ თაობას აზიზღებენ ქართველებს, თანაც იცით პრობლემა რაშია? უფროსმა თაობამ თუ იცის სიმართლე და ბრიყვდება, ბავშვებს ხომ მხოლოდ ის ჰგონიათ სიმართლე რასაც ასწავლიან? მათ კი რუსულ ენაზე და ანტიქართული პროპაგანდით ზრდიან. მომავლის პერსპექტივაზე საუბარი შეუძლებელია მანამ, სანამ ზემოთ ნახსენებ ორ ასპექტთან ერთად სხვა ასპექტებიც არ აღმოიფხვრება, თუმცა მჯერა, რომ სამართალი იზეიმებს, რადგან აფხაზეთი საქართველოა, ხოლო რუსეთი, იმპერიალისტი ოკუპანტი. სტატია არის ნაწყვეტი ანალიტიკური ესედან : "აფხაზეთის ომი - წარსულის გააზრება და მომავლის პერსპექტივები" სტატიის ავტორი : აფხაზეთის ომის ვეტერანი და ანალიტიკოსი - ანატოლი თოდუა.
0