ალვანის მოსახლეობა თუშეთის გზის მოწესრიგებას მოითხოვს

0
"უკვე სირცხვილია ყოველ წელს თუშეთის გზის მოთხოვნით აქციის გამართვა". სოფელ ქვემო და ზემო ალვანის მოსახლეობა, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებას ითხოვს. ადგილობრივები, დღეს სოფლის ცენტრში შეირკიბნენ და კონტრაქტორ კომპანიას სამუშაოების განახლებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, 20 დღეზე მეტია ზვავის ჩამოწოლის შემდეგ გზა დაკეტილია, გაჩერებულია სამუშაო პროცესი და მთაში გადასვლას მხოლოდ მეცხვარები ახერხებენ. თუშები, მიზეზად მოძველებული ტექნიკას და დაგვიანებულ რეგიარებას ასახელებენ. "აი, რა დღეში ვართ, უკვე ტრადიციაა აქ შეკრება და გზის გაწმენდის მოთხოვნა.მას შემდეგ რაც უბედური შემთხვევა მოხდა გააჩერეს სამუშაოები და საქონელი მთაში ვერ გადაგვყვას.ისედაც ტურისტურლი სეზონი ჩავარდა, ხო შეიძლება როდისმე მოგვარდეს და აქციის გამართვა აღარ დაგვჭირდეს. მიზეზი არის მოძველელბული ტექნიკა.კონტრაქტორ კომპანიას მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ განაახლონ სამუშაოები", -აცხადებენ ადგილობრივები. მოსახლეობის მოთხოვნებს და ადგილზე გაეცნო კონტრაქტორი კომპანია ენერჯი გრუპის დირექტორი. გიორგი წიკლაურის თქმით, შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია, სავარაუდოდ ორშაბათიდან განახლდება სამუშაო პროცრსი, თუმცა ზვავ საშიშროებიდან გამომდინარე საგზაო დეპარტამენტის ნებართვას ელოდებიან.
0