რა როლს ასრულებს,,ხელოვნება'' საზოგადოებაში ?

0
ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხის გაცემა ერთის მხრივ ძალიან მარტივია და ამავდროულად ძალიან რთულიც.ყველაზე იოლია, უბრალოდ ითქვას: ხელოვნება ესაა მხატვრული ლიტერატურა, ფერწერა, ქანდაკება, მუსიკა, კინო, თეატრი, არქიტექტურა, მაგრამ ეს მარტოოდენ ჩამოთვლაა ხელოვნების სხვადასხვა დარგებისა. გაცილებით ძნელია ლოგიკური განსაზღვრების ჩამოყალიბება, თუ რა უდევს საფუძვლად თითოეულ მათგანს. ჩემი აზრით ხელოვნება ადამიანის განუყოფელი ნაწილია. ყველას სხვადასხვაგვარად ესმის სიტყვა , , ხელოვნება”. ზოგი ცდილობს თანამედროვეობას აყვეს, ზოგი კი ანტიკურ ხანას აღმერთებს. ხელოვანი ადამიანი ვერ გახდები თუ ბუნებით, დაბადებიდანვე არ გაგაჩნია ამის ნიჭი, ვერ გახდები თუ მატერიალური სამყარო გხიბლავს, თუ არ გიყვარს ოცნება . ჩემი აზრით ხელოვნების წარმოშობა სწორედაც რომ მეოცნებენის ფენომენია და ისინი ქმნიან ნამდვილ, საღ ხელოვნებას. ჭეშმარიტი ხელოვნება ადამიანის ინტელექტს ამაღლებს, აძლიერებს, სულიერად ასაზრდოვებს.ხელოვნება ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რას ნიშნავს სიტყვა ხელოვნება , , ვრცლად” : ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას. ვიწრო გაგებით, ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში. #art #news #opinion #photo #artdiscussion
0