მარიო გიოტცე დორტმუნდის სქემაში აღარ ჯდება

0
როგორც ჩანს დორტმუნდის ბორუსიისა და მარიო გიოტცეს ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება. 27 წლის ნახევარმცველს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი ალბათობით მომავალ სეზონს ახალ კლუბში დაიწყებს. მთავარი მწვრთნელის, ლუსიენ ფავრის განცხადებით გიოტცე სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის, რაც გამოწვეულია იმით, რომ ის დორტმუნდის ახლანდელ სათამაშო სქემაში ვერ ჯდება. მიმდინარე სეზონში გიოტცემ 20 შესაძლო მატჩიდან მხოლოდ 6-ში დაიწყო ძირითადი შემადგენლობიდან, ჯამში კი 599 წუთის თამაში მოახერხა. სტატისტიკა უფრო ცუდად გამოიყურება 2020 წლის შემდგომ. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, 2020 წელს მინდორზე მხოლოდ და მხოლოდ 20 წუთის გატარება მოახერხა.
#headlinesport
#sport
#football
#bundesliga
#gotze
#favre
#dortmund
0