კანტე თანამხმაა მთელი დარჩენილი სეზონი გამოტოვოს

0
ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ნ'გოლო კანტე მზად არის დარჩენილი სეზონი სათადარიგო სკამზე გაატაროს. საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი სამშაბათს გამოჩნდა ჩელსის სავარჯიშო ბაზაზე, თუმცა დაინფიცირების შიშიდან გამომდინარე, მან აიღო ნებართვა, რომ სახლში გაეგრძელებინა ვარჯიში. ლონდონის ჩელსი პრემიერ ლიგაში 4 ადგილს იკავებს. მათ 29 მატჩში 48 ქულის მოგროვება მოახერხეს.
#headlinesport
#sport
#coronavirus
#kante
#chelsea
#training
#premierleague
0