5 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან
Tbilisi Daily
13 ივნისს, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა.
სტიქია 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. მან 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომელთაგან 2 ადამიანი დღემდე ნაპოვნი არ არის.
დაზარალდა 239 ოჯახი და 1 041 ფიზიკური პირი, განადგურდა ზოოპარკის ინფრასტრუქტურა, დაიღუპა 281 ცხოველი.
ზოოპარკის დატბორვის შედეგად თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი და ერთი ბეჰემოტი აღმოჩნდა.
განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. დაიზანდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი: კოჯორი სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი, თამარაშვილი-გმირთა მოედნის ტერიტორია, მზიური და ზოოპარკი. დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებები.