ქალთა საერთაშორისო დღე „ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარებს მიულოცეს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
„მიყვარხარ', 'გაბედე', 'იმოქმედე', 'ირწმუნე', 'წარსული უკან დატოვე და წინსვლა განაგრძე'- ამ სლოგანით, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს ორგანიზაცია 'ღირსეული სიბერეში' გაწევრიანებულ ბენეფიციარებს ქობულეთის პროფესიული კოლეჯის და 'ახალგაზრდული კლუბის' წევრებმა. სტუდენტებმა მათ თაიგულები და მისალოცი ბარათები გადასცეს. პროექტის მონაწილეები ქუჩაში მსვლელობასაც გეგმავენ და 8 მარტს გამვლელებს მიულოცავენ.