"თავის ქალა აქვს ჩამტვრეული"- რა დაზიანებები აღენიშნება გიორგი შაქარაშილს
Tbilisi Daily
19 წლის გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები თავის არეში აქვს, თავის ქალა აქვს ჩამტვრეული. ამის შესახებ შაქარაშვილის ოჯახის ახლობელმა ნიკა ჯაჭვაძემ პალიტრანიუსთან ისაუბრა.
თუმცა, როგორც ის ამბობს, ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, როგორ მიიღო გიორგიმ ეს დაზიანებები – რაიმეს ჩარტყმით თუ გადავარდნით.
“გუშინ გიორგი რომ გადმოვასვენეთ სახლში, მე პირდად ვერ შევძელი იქ ასვლა. ბიჭები ვინც იყვნენ ამბობენ, რომ თავის ქალა აქვს ჩამტვრეული და ძალიან ისეთი დაზიანებები აქვს მიყენებულიო. ოღონდ ეს თავის ქალის გატეხვა რაიმეს ჩარტყმას უკავშირდება, გადავარდნას თუ დაცემას, ეს ჯერ არ ვიცით
რაც შეეხება ყურის არქონის ვერსიას, არ ვიცი ამაზე. ჩემთან გაიჟღერა იმანაც, დიდი ხანი რომ იყო წყალში, შეიძლება თევზებმა მიაყენეს დაზიანებებიო, მაგრამ ასე მთლიანი ყური… ერთი ვარიანტია, რომ შეიძლება ჯებირიდან გადახტა და იქ ხო არ დაიმტვრათქო, მაგრამ არის მეორე ვარიანტი, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს რაიმე ჩაარტყეს” – აღნიშნა ნიკა ჯაჭვაძემ.