ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო წელს
მოსწავლეების წლიური ნიშნების გამოთვლა განსხვავებული წესით მოხდება. ცვლილება სწავლების ახალ მოდელზე, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ გამოიწვია, რამაც ასევე ბერი პრობლემა გამოკვეთა, მათ შორის ინტერნეტიზაციის, ტექნოლოგიებზე ხელმიუწვდომლობის, საზოგადოების ნაწილის კომპიუტერთან მუშაობის სუსტი უნარ-ჩვევების. ამ ყველაფერმა მშობლების პასუხისმგებლობა გააორმაგა და ბევრ მათგანს მძიმე ტვირთად დააწვა.
„არიან მოსწავლეები, ვისაც ინტერნეტსა და ტექნიკურ საშუალებებზე არ აქვთ წვდომა. ამ შემთხვევაში ჩემი გამოცდილება ასეთია, რომ მათ თანაკლასელს (მეზობელს) ვთხოვდი მიეცათ მათთვის (მოსწავლეებისთვის) ის დავალება რაც გვქონდა. თუმცა ისეთი სასწავლო წელი გამოგვივიდა საერთო ჯამში , რომ მე უსამართლოდ მიმაჩნია რომელიმე მოსწავლეს არადამაკმაყოფილებელი ქულა დავუწერო და საშემოდგომო გამოცდაზე გავიყვანო. პანდემიამ მთელი მსოფლიოს გრაფიკი და ცხოვრება შეიცვალა“-აცხადებს მარნეულის N2 და N5 საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა და ისტორიის მასწავლებელი თემურ სუყაშვილი
„დისტანციურად შეფასება არ იქნებოდა პრობლემა , თუ ჩართული იქნებოდა ყველა მოსწავლე. რადგან ეს ასე არ არის, შეფასებაც რთულია. ახლა რა რეკომენდაციებიც გვაქვს იმის მიხედვით არის, რომ წინა სემესტრის ქულას ემატება მორე სემესტრში რამდენი კვირაც ჩავატარეთ - ეს ქულები ანგარიშდება და მათი საშუალო არითმეტიკულით იწერება შემაჯამებელი ქულა. ვფიქრობ, მხოლოდ დისტანციური სწავლებით შეფასება ობიექტური არ იქნება. -ამბობს სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის მასწავლებელი მაკა მენთეშაშვილი.
მარნეულის N2 საჯარო სკოლის კიდევ ერთი პედაგოგი, გიორგი ჭაუჭიძე ამბობს, რომ მოსწავლეების ახალი სქემით შეფასება არ გაუჭირდება.
აღსანიშნავია, რომ 2019-2020 სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება.
წყარო: რადიო მარნეული
#სკოლა
#შეფასება
#მარნეული
#MarneuliDaily