საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კირიონ II საძაგლიშვილი

0
1855 წლის 10 ნოემბერს გორის მაზრაში სოფელ ნიქოზში იერონიმე საძაგლიშვილის ოჯახში დაიბადა ბიჭი რომელსაც გიორგი დაარქვეს. გავა წლები და გორელი პატარა ბიჭი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის და რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლ მოღვაწედ იქცევა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს გზა რთული და მტკივნეული იყო. გიორგი ჯერ ანანურის სასულიერო სკოლაში სწავლობდა, ხოლო 1862 წლიდან გორის სასულიერო სასწავლებელში. გიორგიმ, 1876 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, შემდგომ კი სწავლა განაგრძო კიევის სასულიერო სემინარიაში. სამშობლოში დაბრუნების შემდგო, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, ჯერ თელავში, შემდგომ კი ქუთაისის, გორის და თბილისის სასულიერო სასწავლებლებში. იგი დაოჯახებული იყო, და მისი ტრაგიკული ცხოვრებაც შვილის გარდაცვალებით იწყება. შვილის სიკვდილის შემდეგ, სამ თვეში მეუღლეც გარდაიცვალა და ამის შემდგომ, გიორგი საძაგლიშვილი ბერად აღიკვეცა, კირიონის სახელით და ქვათხევის მონასტრის წინამძღვარიც გახდა. ქვათახევის მონასტრის წინამძღვრობის დროს მან ქვათახევიდან ჩამოიტანა და ტფილისის საეკლესიო მუზეუმს ჩააბარა 96 ცალი ხელნაწერი, მათ შორის, XI საუკუნის სახარება, 1494 წელს გადაწერილი „დავითნი“ და სხვა მრავალი ხელნაწერი. 1898 წელს, კირიონი ალავერდის ეპისკოპოსად გამოარჩიეს და ქართლ კახეთის ეპარქიის მეორე ქორ-ეპისკოპოსად. ალავერდში ჩასვლისას, კირიონს ალავერდი განადგურებული დახვდა, დაზიანებული იყო ტაძრის სახურავი და გალავანი, რომელიც სასწრაფო შეკეთებას საჭიროებდა, მან თავად შეადგინა გეგმა და საკუთარივე სახსრებით დაიწყო მისი აღდგენა. მანვე, ხელნაწერთა ინსტიტუტს გადასცა 68 ხელნაწერი ნიმუში, რომელშიც მანამდე უცნობი, 1089 წელს გადაწერილი სახარების ნიმუშიც იყო. 1901 წელს გორის ეპისკოპოსად გადმოიყვანეს და ქართლ კახეთის პირველ ქორ-ეპისკოპოსად, მის გარშემო თავს იყრიდა განათლებული სასულიერო პირები, რომელთა შორისაც მზარდი იყო უკმაყოფილება საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების გამო, რაც მხედველობის მიღმა არ დარჩენიათ რუსეთის იმპერიას და ეგზარქოსს, რის შემდგომაც დაიწყო მისი დევნა და შევიწროება. იგი 1902 წელს კირიონს კამენეც-პოდოლსკის ეპარქიაში გზავნიან, აქედან 1903 წელს ხერსონში, 1904 წელს ორიოლის ეპარქიაში. 1905 წელს თბილისში გაიმართა კრება, რომელიც განიხილავდა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენა, რომელიც რუსი ეგზარქოსის ბრძანებით, კაზაკებმა დაარბიეს, თუმცა ილიას ჭავჭავაძის თაოსნობით, მეფის ნაცვალი იძულებული გახდა დაესვა აღნიშნული საკითხი. პეტერბურგში სწორედ კირიონი წარმოადგენდა ქართულ პოზიციას, თუმცა არგუმენტების მიუხედავად ავტოკეფალია არ აღადგინეს. უკვე 1906 წელს სამშობლოში დააბრუნეს და სოხუმის ეპარქია ჩააბარეს, სადაც დაიწყო მოღვაწეობა, უძველესი ქართული მონასტრების აღდგენისთვის, აგრეთვე მისი მოღვაწეობა უკმაყოფილებას იწვევდა რუს მოხელეებში და იგი 1907 წელს ისევ რუსეთში გაგზავნეს, აფხაზების გაქართველების ბრალდებით. 1908 წელს რუსეთში კირიონი დააპატიმრეს და მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს. ეპისკოპოსი ჟანდარმერმების თანხლებით კურიაჟის მონასტერში გაგზავნეს. აქედან იანვარში ავადმყოფი ეპისკოპოსი ჟანდარმებმა მოსკოვის გზით სანაქსარის უდაბნოში მიიყვანეს, სადაც ცივ-ნოტიო ოთახში მოათავსეს და გადაცმული პოლიციელები მიუჩინეს. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობამ, კირიონს 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლული ეგზარქოს ნიკონის მკვლელობა დააბრალა. ამგვარმა ცილისწამებამ, როგორც ქართული, ისევე რუსეთის საზოგადოების დემოკრატიული ნაწილი აღაშფოთა. ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც შექმნეს, რომელმაც დაიწყო ხელმოწერების შეგროვება კირიონის განთავისუფლების მოთხოვნით. საბოლოოდ, 1915 წელს რუსეთის იმპერიამ შეწყვოტა კირიონის დევნა და მღვდელმსახურებაც აღუდგინეს, თუმცა სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მიუციათ. კირიონმა, ისარგებლა, რუსეთში 1917 წლის რევოლუციით და საქართველოში დაბრუნდა, ამავე წელს თბილისში საეკლესიო კრებამ გამოაცხადა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად, კირიონ II გამოარჩიეს. მისი ინტრონიზაცია მცხეთობას, 1 ოქტომბერს მცხეთის სვეტიცხოველში მოხდა. კირიონი II აღფრთოვანებული შეეგება, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, 1918 წლის 27 მაისს თავისუფლების მოედანზე, საზეიმო პარაკლისი გადაიხადა და შეკრებილ სიტყვით მიმართა. სამწუხაროდ, რეაქციული ძალებისთვის კირიონის მოღვაწეობა მიუღებელი იყო, რის გამოც მარტყოფში, საპატრიარქო რეზიდენციაში, 68 წლის მოხუცი მოკლული იპოვეს. მას ხმები დაუყარეს რომ თავი მოიკლა, თუმცა ჯერ კიდევ მაშინ მის მკვლელობაში, ეჭვი მის უახლოეს გარემოცვაზე მიიტანეს. კირიონის ტრაგიკული ისტორია, მხოლოდ მისი მკვლელობით არ დასრულდა. 1924 წელს, სახლი რომელშიც ოთახი ჰქონდა მოწყობილი დაარბიეს, მეორე სართულიდან ყრიდნენ ჭურჭელს, ნივთებს. კირიონს ძალიან ბევრი წიგნი ჰქონდა გამოიტანეს, ხვიმრაზე დაყარეს წიგნები, გრაგნილები, ხელნაწერები, გადაასხეს ნავთი და დაწვეს. ყველაფერი წაიღეს სახლიდან. მოგვიანებით‚ მისი მამა გორის თეატრში იყო და იქიდან დამწუხრებული დაბრუნდა: "გორის თეატრში ვნახე, ჩვენი კირიონისეული ფარდაგი, რომელიც ტახტზე ჰქონდა გადაფარებულიო".
#გორი
#პატრიარქი
#goridaily
0