პედაგოგი, რომელმაც მე-12 კლასელებს სიძულვილის ენის შემცველი პოსტი მიუძღვნა.

0
ქიმიის მასწავლებელმა ხათუნა ქვარცხავამ 21 მაისს ფეისბუკზე დაწერა მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი, სადაც გამოთქვამს სიხარულს იმის გამო, რომ ზოგიერთ მათგანს მომავალ წელს არ ნახავს. მან მხოლოდ 6 ბავშვს უსურვა წარმატებები და მათ „კაცური კაცები“ უწოდა. დანარჩენის ხსენებაც კი ზარავს. „ჩემთვის 26-ე გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არა მხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს. პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა, უმრავლესობას არ ეხება). ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემ ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78-ის ივარგებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები“, - აქვეყნებს ხათუნა ქვარცხავა სოციალურ ქსელში. პოსტის წაშლა გამოქვეყნებიდან მცირე დროში დირექტორის მოთხოვნით მოხდა, თუმცა ტექსტი კოპირებული აღმოჩნდა მოზარდების მიერ. რა თქმა უნდა მოზარდებმა უკამყოფილება გამოთქვეს და საპასუხო პოსტი მათაც დაწერეს სოციალურ ქსელში. პირველი სკოლის დირექტორი, ნინო გოგინავა ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს: "როგორც დირექტორი, არანაირად არ ვაღიარებ და არ ვიწონებ არც ამ პოსტს და არც ამ საქციელს. ამას გამართლება არ აქვს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამას არანაირად არ ვეთანხმები. ეს საკითხი გადაეცა სკოლის დისციპლინურ კომიტეტს, რომელიც მას განიხილავს უკვე ორშაბათს და მიეცემა კანონის შესაბამისი მსვლელობა. მერწმუნეთ, დისციპლინურ კომიტეტში არიან ადამიანები, მასწავლებლები, რომლებიც თავიანთ აზრს, დამოკიდებულებას სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, სამართლებრივ კანონზომიერებაზე დაყრდნობით, ჯეროვნად შეაფასებენ ამ ფაქტს და მიიღებენ გადაწყვეტილებას." ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს, თუ რა სანქცია გატარდება ამავე სკოლის ქიმიის მასწავებლის მიმართ, რომლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოქალაქეთა ნაწილის შეშფოთება მოჰყვა.
#ზუგდიდი
#პირველისაჯაროსკოლა
#პედაგოგი
#კომიტეტი
#დირექტორუ
#zugdididaily
0