ჰიპერჰიდროზი-ჭარბი ოფლიანობა

0
ჭარბი ოფლიანობა, ანუ ჰიპერჰიდროზი, იმაზე მეტი რაოდენობით ოფლის გამოყოფაა, რაც სხეულის ნორმალური გაგრილებისთვისაა აუცილებელი. მაგალითად, თუ ადამიანი კონდიცირებულ გარემოში ზის და მშვიდად მუშაობს, ოფლის გამოყოფა კი მნიშვნელოვანია, ოფლიანობა ჭარბია. ჰიპერჰიდროზისას სხეულის გაგრილებისათვის საჭიროზე 4-5-ჯერ მეტი ოფლი გამოიყოფა. სტატისტიკის თანახმად, ადამიანთა 3%-ს ჭარბი ოფლიანობა აქვს. რადგანაც ადამიანის ორგანიზმს ოფლის გამოყოფის ინდივიდუალური საჭიროება აქვს, ექიმისათვის საკმაოდ რთულია პასუხი კითხვაზე, თუ რა რაოდენობით ოფლის გამოყოფაა ნორმა. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ, უმთავრესად, თავად პაციენტები აფასებენ სწორად ოფლის სიჭარბეს. ოფლიანობა ასაკის მატებასთან ერთად არ უნდა ძლიერდებოდეს. გამონაკლისია მენოპაუზის ასაკის ქალები. ნორმად არ შეიძლება ჩაითვალოს ასევე მთელი სხეულის ოფლიანობა ან ოფლის გამოყოფა სხეულის მხოლოდ გარკვეულ უბანში. დარღვევაა ოფლიანობა ყოველგვარი მაპროვოცირებელი ფაქტორების გარეშე, მაგალითად, ოფლის ჭარბი გამოყოფა გრილ გარემოში მშვიდად ყოფნის დროს.
#news
#opinion
#health
#forhealth
#healthcare
Tbilisi
0