აშშ-ს სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

Tbilisi Daily

სენატის უმრავლესობისა ლიდერმა და „რესპუბლიკური პარტიის“ გავლენიანმა წევრმა მიტჩ მაკკონელმა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. სენატორის თქმით, მას 3 ნოემბრის არჩევნების სხვა შედეგით დასრულების იმედი ჰქონდა, თუმცა საარჩევნო კოლეგიამ თავის სიტყვა თქვა. „ისღა დაგვრჩენია, გამარჯვებულ კიანდიდატს მივულოცოთ. ნამდვილად საამაყოა ისიც, რომ აშშ-ს პირველი ვიცეპრეზიდენტი ქალი ეყოლება,“-აღნიშნა მაკკონელმა. მოგვიანებით ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მიტჩ მაკკონელს ტელეფონით ესაუბრა და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. საარჩევნო კოლეგიის ხმებით ბაიდენმა ტრამპი დიდი უპირატესობით დაამარცხა, თუმცა მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს ამ დრომდე არ ცნობს