ხანძარს ხორავას ქუჩაზე ცოლ-ქმარი ემსხვერპლა
Tbilisi Daily
თბილისში, ხორავას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ცოლ-ქმარი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.