გორში ინტოქსიკაციის ნიშნებით, კლინიკას კიდევ 53 არასრულწლოვანმა პაციენტმა მიმართა

Pirveliradio Ge

გორში ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკა "იავნანას", გასული 24 საათის განმავლობაში, კიდევ 53 არასრულწლოვანმა პაციენტმა მიმართა. ექიმის განცხადებით, პაციენტებს კვლავ იგივე სიმპტომები, დიარეა და პირღებინება აღენიშნებათ. ლია ლაზარაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის სტაციონარში 26 პაციენტი რჩება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისა.