ქართლის რომელ მუნიციპალიტეტში დადასტურდა ყირიმ - კონგოს შემთხვევები?

Gori Daily

ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ საქართველოში განსაკუთრებით საშიში დაავადების, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების, შემთხვევები გახშირდა. პირველად ამ დაავადების დიაგნოსტირება, საქართველოში რამდენიმე წლის წინ მოხდა. გამომწვევის ბუნებრივი რეზერვუარები არიან მღრღნელები, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვები, ფრინველები, გარეული ძუძუმწოვრები, ასევე დაავადების გადამტანები – ტკიპები, რომლებიც მთელი სიცოცხლე ვირუსმატარებლები რჩებიან და ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ. ინფექციის წყარო ინფიცირებული ცხოველი ან ავადმყოფი ადამიანია. ინფექციის გადამტანი 20-ზე მეტი სახეობის ტკიპაა. საქართველოში ამ დროისთვის სულ 10 შემთხვევაა დადასტურებული , ორი მათგანი კი კასპში ფიქსირდება. მოსახლეობა სოფლების მასიურად შეწამლვას ითხოვს , რადგან სოფლებში ტკიპების რაოდენობა საგრძნობლად მომრავლდა. #საინტერესო #სიახლეები #გორი #კასპი #goridaily