მნიშვნელოვანია დაკვირვება სკოლებზე, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად - ამირან გამყრელიძე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შესამჩნევად სტაბილურდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამირან გამყრელიძის თქმით, დიდ ქალაქებში უნდა მოხდეს სკოლებზე დაკვირვება, რადგან მობილობა გაზრდილია. „ინციდენტობა, 7-დღიანი, 14-დღიანი, დადებითობის მაჩვენებელი, საწოლთა დატვირთვის მაჩვენებელი, ყოველდრიური სიკვდილიანობა, ყველა ეს ინდიკატორი დადებითი დინამიკით ხასიათდება, მაგრამ არავითარი დამშვიდების საფუძველი არ არის, რადგან ყოველდღიურად მაინც 300-400-500 შემთხვევა საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი. არ არის 5 000 შემთხვევა, ანუ ათჯერ არის შემცირებული ნოემბერთან მიმართებაში, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ამიტომ ყველა რეკომენდაცია გასათვალიწინებელია. განსაკუთრებით ახლა მნიშვნელოვანი იქნება დაკვირვება სკოლების გახსნასთან დაკავშირებით დიდ ქალაქებში. მოგეხსენებათ, ეს მობილობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტიმულია და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაშიგავტესტეთ 49 777 პედაგოგი და მხოლოდ 0.2 პროცენტია დადებითი მაჩვენებელი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.