Fair Observer: ერდოღანი, როგორც თურქეთის საგარეო პოლიტიკის წარმმართველი

Headline

ხშირად ჩნდება აზრი, იმაზე რომ დღესდღეობით საერთაშორისო ურთიერთობებში ე.წ. ძლიერი პერსონების (Strongmen) ეპოქა დგას. აღნიშნული ნარატივი იმასაც ამბობს, რომ მსგავსი ტიპის „ძლიერ პერსონებს“ ერთმანეთის მიმართ მიზიდულობის ძალა აკავშირებთ. გაეროს უშიშროების საბჭოში, რუსეთ-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობებით დაწყებული (ვლადიმირ პუტინი და სი ცზიპინი), საუდის არაბეთის პრინც ბინ სალმანისა და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ ალ-სისის კავშირებით დასრულებული. ნეო-ნაციონალისტური ილიბერალიზმის ტალღაზე მოქცეული ავტოკრატი ლიდერების სიაში შესაძლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც მოვიხსენიოთ. ეს გასაკვირი არც არის, რადგან თურქეთს იმპერიალისტური წარსული აქვს და ყველაზე უარეს შემთხვევაში, იგი სამომავლოდ შესაძლოა ირანის ისლამურ რესპუბლიკას დაემსგავსოს. თავისი სპეფიკით იგი არც სრულად ევროპაა, არც არაბული სამყარო და არც რუსულ ორბიტაზე მოქცეული სახელმწიფო. როდესაც გადავხედავთ მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის (AKP) მიერ შემუშავებულ საგარეო პოლიტიკას, დავინახავთ, რომ იგი პირადად პრეზიდენტ ერდოღანთან არის ასოცირებული. თურქეთის პრეზიდენტი რა თქმა უნდა შორს დგას პირდაპირი სახის დიქტატორებისგან და არ აქვს კავშირები ეგვიპტელ ალ-სისისთან, საუდელ ბინ სალმანთან, სირიელ ასადთან და ლიბიელ მეამბოხე გენერალ ხალიფა ჰაფთართან. თურქეთის პრეზიდენტს, ავტოკრატის ლიდერებიდან, ყველაზე მეტად კომფორტული ურთიერთობები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან აქვს, მაგრამ ოფიციალური ანკარისა და მოსკოვის საგარეო პოლიტიკა არასდროს არის ერთმანეთთან თანხვედრაში. აშკარა რუსული ნაციონალიზმი, რომელიც პრეზიდენტ პუტინს ძალაუფლების საზღვარგარეთ დაპროექტების საშუალებას აძლევს (ეთნიკურად რუსების დაცვის მოტივით), არასდროს ყოფილა თურქეთის პოლიტიკის მთავარი მახასიათებელი. ცხადია ოფიციალური ანკარა ინტერესს გამოხატავს საზღვარგარეთ მცხოვრები ეთნიკურად თურქების მიმართ, მაგრამ მსგავსი ტიპის პოლიტიკა არ წარმართავს საგარეო პოლიტიკის დღისწესრიგს. თურქული საგარეო პოლიტიკა უფრო პან-ისლამური ერთიანობის ლოგიკას ემყარება. თუ თურქეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ ქვაკუთხედს პან-ისლამური ერთიანობა წარმოადგენს, აქვს მას კავშირი ირანელი ლიდერების საგარეო ხედვებთან? რეალურად არა, რადგან ეს ორი სახელმწიფო ისლამის საპირისპირო მხარეს დგას - ირანი შიიტური სამყაროს ლიდერად აცხადებს თავს, ხოლო თურქეთი სუნიტური სამყაროს წარმომადგენელია. გარდა ამისა, თურქეთი და ირანი საწინააღმდეგო მხარეს დგანან სირიის ომშიც. აქ ისმის კითხვა, თუ ვინ დგას რეალურად ერდოღანის მხარეს? ასეთი არის კატარის შეიხი თამიმ ბინ ჰამიდ ალ-თანი, რომელიც ოფიციალურ ანკარასთან ერთად ლიბიის სამოქალაქო ომში არის ჩართული და გაეროს მიერ აღიარებულ ტრიპოლის მთავრობას უჭერს მხარს. თურქეთი ილიბერალიზმის ნათელ მაგალითს წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს ე.წ. პარტიულ დემოკრატიას, ანუ ჰიბრიდულ რეჟიმს. ხელისუფლება არჩევნების გზით ირჩევა, მაგრამ ადამიანებს არ აქვთ ცოდნა იმ პიროვნებების საქმიანობის შესახებ, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე რეალურ ძალაუფლებას ახორციელებენ, სამოქალაქო თავისუფლების არ არსებობის გამო. წყარო: In an Era of Strongman Politics, Turkey Is Hard to Call (15.04.2020), www.fairobserver.com #Turkey #Erdogan #Foreign #Policy #Headline