გლობალური პანდემიის გამო, წელს ტურიზმი, როგორც განვითარების დარგი, ცოტა ჩაგვივარდა - გახარია
Pirveliradio Ge
წელს ტურიზმი, როგორც განვითარების დარგი, ცოტა ჩაგვივარდა გასაგები მიზეზის, გლობალური პანდემიის გამო - ამის შესახებ განცხადება, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ამბროლაურის, ონის ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას გააკეთა.
"გასაგებია, რომ წელს ტურიზმი, როგორც განვითარების დარგი, ცოტა ჩაგვივარდა გასაგები მიზეზის, გლობალური პანდემიის გამო. თუმცა, ძაან ბევრი ქართველი იყო ისეთი რაჭაში ამოსული, რომელიც პირველად იყო. დღეს კოლეგებთან ვსაუბრობდით და მათ თქვეს, რომ შიდა ტურიზმის ნაკადი იმდენად დიდი იყო და იმდენი ქართველი ამოვიდა, რომელმაც რაჭა თავიდან აღმოაჩინა, ამასაც თავისი დატვირთვა აქვს." - განცახდა გახარიამ.