ბათუმის ინფექციური საავადმყოფო ცხელების კლინიკადაც იმუშავებს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბათუმის ინფექციური საავადმყოფო კოვიდინფიცირებულიპაციენტების მიღების პარალელურად,ცხელების ცენტრადაც იმუშავებს. ნინო ნიჟარაძის თქმით, ამოქმედდება ცხელების კარანტინიც, სადაც მოქალაქეები ტესტის პასუხს დაელოდებიან. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო დღეების განმავლობაში კოვიდინფიცირებულ ბავშვებს მკურნალობდნენ. ''ინტენსიურ რეჟიმში იმუშავებს ცხელების კარანტინი, რომელიც განტვირთავს ცხელების კლინიკებს და ეს გახლავთ 'მედ ემერჯენსი' და დღეიდან უკვე ბათუმის ინფექციური საავადმყოფო იმუშავებს როგორც ცხელების კლინიკა. პირველადი ტრიაჟი გაკეთდება ცხელების კარანტინში და საჭიროების მქონე პაციენტები მოცდის რეჟიმში დაელოდებიან თავიანთი ტესტირების პასუხს ამავე კარანტინში'' - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.