თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინა

Middleeast Report

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ადასტურებს, რომ თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი და დასავლური მედია ავრცელებს. მისივე თქმით, ენერგეტიკულ რესურსებს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტის თქმით, ახლად აღმოჩენილი მარაგი, 320 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივ აირს მოიცავს. სანამ რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებდა, Bloomberg-ის და სხვა პოპულარული მედია წყაროები ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებდნენ. ორი დღის წინ, თურქეთის პრეზიდენტმა თავის ტვიტერ ამგარიშით მოსახლეობას აცნობა, რომ “სიურპზრიზს” ამზადებდა ქვეყნისთბის და რომლის შესახებაც ინფორმაციას პარასკევს გაავრცელებდა. #პოლიტიკა #ახალიამბები #თურქეთი #ბუნებრივიაირი #შავიზღვა #ახლოაღმოსავლეთი #turkey #news #politics #middleeast #blacksea #natural #gas #opinion #erdogan