პუტინის მეგობარმა როტენბერგმა სავარაუდოდ ბრიტანული ბანკი გამოიყენა სანქციების თავიდან ასარიდებლად
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულმა ბიზნესმენი, არკადი როტენბერგი, სავარაუდოდ, ლოდონში მდებარე ბანკ „ბარკლეისის“ (Barclays) მეშვეობით შეეცადა 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერედის ავლას. ამის შესახებ ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სი იუწყება აშშ-ის ფინასთა სამინისტროს, ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (FinCEN) დეპარტამენტზე დაყრდნობით.
ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, ვლადიმირ პუტინის ბავშვობის მეგობარმა, არკადი როტენბერგმა, „ბარკლეისის“ ანგარიშების გამოყენებით, 2012-2016 წლებში, 60 მილიონი დოლარის ტრანზაქცია განახორციელა კომპანია „Advantage Alliance-ის სახელით, რომლის ბენეფიციარიც თავად როტენბერგია.
ამასთან ტრანზაქციების უმრავლესობა 2014 წლის შემდეგ არის განხორციელებული.
ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებული სანქციები ითვალისინებს რუსეთის პოლიტიკური და ბიზნეს წრეების, ასევე სამეწარმეო სუბიექტების ანგარიშების გაყინვას ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში. სანქცირებულ პურთა სიაში როტენბერგის ძმა, ბორისიც, ირიცხება.
FinCEN-ისგან დოკუმენტები მიიღეს Buzzfeed-ის ჟურნალისტებმა, რომლებმაც ის გადასცეს გამომძიებელ-ჟურნალისტთა საერთაშორისო (ICIJ) ასოციაციას.
მიმდინარე წლის ივლისში აშშ-ის სენატმა როტენბერგის ოჯახი დაადანაშაულა იმაში, რომ ხელოვნების ნიმუშთა ფარული გზით შეძენით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ამ სქემაში მონაწილეობს, სენატორთა ხელთ არსებული ინფორმაციით, სწორედ Advantage Alliance-ია.
როტენბერგის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
„ბარკლეისში“ კი განაცხადეს, რომ ბანკი ასრულებს კანონით და მარეგულირებელი ორგანოების მიერ დაკისრებულ ყველა ვალდებულებას, აშშ-ის მიერ დაკისრებული სანქციების ჩათვლით.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30849665.html
#ახალი_ამბები
#twitter