დაპირისპირება ოპოზიციაში: მოძრაობა ''ძალა ერთობაშია'' დაშლის პირას არის

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

მოძრაობა ''ძალა ერთობაშია''დაშლის პირასაა. გაერთიანების წევრების თქმით,მიუხედავად წერილობითი შეთანხმებისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დრო ითხოვა, იმის გადასაწყვეტად, მათთან ერთად წარდგება საპარლამენტო არჩევნებზე, თუ დამოუკიდებლად. ამ დრომდე გახმოვანებული ინფორმაციით, ძალა ერთობაშია საპარლამენტო კოალიცია უნდა ყოფილიყო. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ საკითხთან დაკავშირებით გუნდში დაპირისპირებაა. ნაციონალური მოძრაობის წევრების ნაწილს კოალიციის ფორმატში მუშაობა სურს, ნაწილს კი არჩევნებში დამოუკიდებელ პარტიად გასვლა ურჩევნია. პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ''ნაციონალურმოძრაობას'' თავის დროზე სჭირდებოდა ბევრი პარტიის გაერთიანება. არჩევნების წინ კი ყველაფერი ''თვლით'' არის. მისივე თქმით, მოძრაობაშია გაერთიანებული არიან ძირითადადერთკაციანი პარტიები, რომლებსაც საკუთარი ამომრჩევლები არ ჰყავთ. ''ამტიპის ძალიან ხელოვნური გაერთიანებების ბევრი არაფერიმესმის. ასეთიგაერთიანებები შეიძლება შედგეს თემატურ საკითხებზე. ძალა ერთობაშიასშემადგენლობაში ძირითადად ერთკაციანი პარტიებია გაერთიანებული, რომელსაც ფაქტობრივად საკუთარი ამომრჩეველი არა ჰყავთ.''ნაციონალურმოძრაობას'' წმინდა ტაქტიკური მოსაზრებებისათვის რაღაც ეტაპზე სჭირდებოდა გაბევრება და მოჩვენება, რომ ბევრი პარტიის გაერთიანებაა. ეს შუალედურ ეტაპზეგარკვეულ ტაქტიკურ მიზნებს ისახავდა. დღეს უკვე არჩევნები მოდის და არჩევნებზე ყველაფერი თვლით არის. გასაგებია ერთკაციან პარტია სიაში სამ ადგილს რომ მოგთხოვსეს მაინც და მაინც არ მოგეწონება. შესაბამისად ეს საერთო სურათს არ ცვლის.როდესაც იშლება კოალიციები, რომელსაცაქვსმხარდაჭერა დაეს ელექტორალურგანაწილებაზე აისახება, მაშინ კი ბატონო ამის განხილვა ღირს, მაგრამ ამ შემთხვევაში ელექტოლარულად არაფერი არ იცვლება. იმიტომ რომ ეს მთლიანად ნაციონალური მოძრაობის იყო.ეს 10 პარტია ამას, რომ მოშორდება საარჩევნოდ არაფერი შეიცვლება. უბრალოდ მორიგი შარი-შური და ხმაური იქნება. ქარიშხალი ჭიქაში, მეტი არაფერი'' - განაცხადა ექსპერტმა. კითხვაზე: რა შანსები აქვს მოძრაობას''ნაციონალური მოძრაობის გარეშე, გია ხუხაშვილი ასე პასუხობს:ნაციონალური მოძრაობის გარეშე რა შანსი ექნება ძალა ერთობაშიას? ნული რამდენზეც არ უნდა გაამრავლო მაინც ნული გამოვა. ოპოზიციურმა პარტიებმა მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ 2008 წლის ივნისში დააფუძნეს.