ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში მოსწავლეს კორონავირუსიდაუდასტურდა. ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელსრესურსცენტრის უფროსმა გოჩა დავითაძემ დაუდასტურა. ამ ეტაპზე კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. არსებული ინფორმაციით, მოსწავლე სკოლაში ორი დღის განმავლობაში დადიოდა, ოთხშაბათს მას ტემპერატურა დაუფიქსირდა და სასწავლო დაწესებულებაში საგაკვეთილო პროცესს არ დასწრებია. კორონავირუსზეჩატარებულმა კვლევებმა კი დადებითი პასუხი აჩვენა. ამ ეტაპზე არ ასახელებენ, რომელი კლასისმოსწავლეა ინფიცირებული.