საქართველოში ამინდი გაუარესდება.

Zugdidi Daily

14 აგვისტომდე, დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გამოიწვიოს საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება. #დასავლეთსაქართველო #მთიანირეგიონები #წვიმა #ელჭექი #სეტყვა #ქარი #ძლიერინალექები #მდინარეები #ხევები #მეწყერი #ღვარცოფი #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com