როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Tbilisi Daily

სინოპტიკოსები 16 დეკემბერს ქუთაისში დღისით +16 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი, აქ დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9. სინოპტიკოსები ბათუმში +14 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. ფოთში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +10 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 იქნება. სოხუმში +15 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. მესტიაში +4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა. ჭიათურაში +12 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. ახალციხეში +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს. ბორჯომში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი, აქ +10 გრადუსია მოსალოდნელი. ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში იწვიმებს, +4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. მცირე ნალექია ნავარაუდევი გორში, სადაც დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც წვიმაა მოსალოდნელი. გუდაურში თოვლიანი დღე იქნება. +5 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში თოვას ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი არის ნავარაუდევი. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი არის მოსალოდნელი. +10 გრადუსი და მზიანი ამინდია ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +9 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +4 გრადუსი არის ნავარაუდევი. რუსთავში, იწვიმებს, დღისით ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში სინოპტიკოსები მცირე ნალექს ვარაუდობენ.