სოფელ ნოჯიხევში ყაჩაღებმა ასაკოვანი ქალი დააუთოეს
Zugdidi Daily
ხობის სოფელ ნოჯიხევში 72 წლის ქალი დააყაჩაღეს. სოფელში მერის რწმუნებულის ლევან ლიპარტიას ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მისივე ცნობით, პენსიონერი ქალი სახლში მარტო ცხოვრობს.
„არ ვიცი რამე წაღებულია თუ არა სახლიდან. ადგილზე მუშაობენ პოლიციელები. სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია“, - თქვა ლიპარტიამ.
როგორც ცნობილია, ბოროტმოქმედებმა ქალს სცემეს, დააუთოეს და მიიმალნენ.
შს სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე საქმე სს კოდექსის 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#ზუგდიდი
#სამეგრელო
#სამართალი
#zugdididaily
წყარო: რადიო ათინათი