დოეს-გრაკალის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

Gori Daily

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან არხის 1000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რაც სოფელ ქვახვრელის, უფლისციხის, დოესისა და გრაკალის დამატებით 100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს, ხოლო 400 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს. სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს! #გორისმუნიციპალიტეტი #სოფლისმეურნეობა goridaily